27 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
"145 ქრისტე" - კომპოზიცია, რომელიც უკრაინაში დაღუპული ბავშვების ხსოვნას ეძღვნება კონსერვატორიის დიდ დარბაზში აჟღერდება

"145 ქრისტე" - კომპოზიცია, რომელიც უკრაინაში დაღუპული ბავშვების ხსოვნას ეძღვნება, ხვალ პირველად კონსერვატორიის დიდ დარბაზში აჟღერდება. მუსიკალური ნაწარმოები ქართველმა კომპოზიტორმა მიკა მდინარაძემ იმ დროს დაწერა, როდესაც რუსული აგრესიის შედეგად 145 არასრულწლოვანი იყო დაღუპული.

სპეციალურად ამ კომპოზიციის შესასრულებლად თბილისში ბაქოდან ცნობილი დირიჟორი ფუად იბრაჰიმოვი და ბერძენი ფლეიტისტი სტათის კარაპანოსი ჩამოიყვანეს. 

კონცერტზე მოწვეულ მუსიკოსებთან ერთად თბილისი ახალგაზრდული ორკესტრი დაუკრავს. დაგეგმილია 145 ქრისტეს გარდა ქართველი და აზერბაიჯანელი კომპოზიტორების მუსიკალური ნაწარმოებების შესრულებაც. ომის თემატიკაზე შექმნილ ცნობილ სინგლს კი ქართველი მომღერალი სოფი ვილი შეასრულებს.

დღის ამბები