27 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

საქართველოს პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მუშაობას იწყებს. ეს არის ერთ-ერთი იმ 12 რეკომენდაციიდან, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს რეკომენდაციის სახით მისცა. პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე, დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ყველა საპარალამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 29 ნოემბრისა," – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირმა დაადგინა 12 პუნქტი, როგორც პირობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პუნქტების უმეტესობა არის ასოცირების დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის რამდენიმე თვის წინ შეთანხმდა. მმართველი გუნდი უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას სათანადო დროში და სათანადო ხარისხით შემდეგი გეგმის შესაბამისად.

 

 

დღის ამბები