27 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" ძალადობაში არ უნდა ჩავყვეთ - ხატია დეკანოიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

საინფორმაციო შეხვედრებზე მომხდარ ინციდენტებს მართულ პროვოკაციას უწოდებს ოპოზიცია, ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ ორგანიზებულ ძალადობაში არ უნდა ჩაერთოს. 

"ქართული ოცნება" პირდაპირ ძალადობისკენ მოუწოდებს, მათ შორის საკუთარ მომხრეებს. ძალადობისკენ მოუწოდებს და აორგანიზებს საკრებულოს წევრებს, ფრაქციის წვერებს. ძალიან ბევრ ადამიანს დღესაც კი ჰქონდა ასეთ დაორგანიზებულ ჯგუფებთან საუბარი, ჩვენ "ქართულ ოცნებას" ძალადობაში არ უნდა ჩავყვეთ,"- აცხადებს ხატია დეკანოიძე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპონენტებისგან განსხვავებული  პოზიცია აქვთ ხელისუფლებაში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპონენტები პოლარიზაციის გაღვივებას ცდილობენ, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს არ შეესაბამება.

შეერთებული შტატების საელჩოში მიმდინარე საზეიმო მიღებაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის. ანრი ოხანაშვილის თქმით, მას ვატო წერეთელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პროვოკაცია მოუწყო. თავად წერეთელი ამბობს, რომ მას დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დღის ამბები