უკრაინაში ვითარება ისევ დაძაბულია, 20-მდე გაიზარდა ოდესაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ცნობილია ისიც, რომ გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვია.
დაშავებულია 30 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი. მძიმე ბრძოლები გრძელდება სევეროდონეცკის მიმართულებით, ადგილზე უწყვეტად ისმის აფეთქებების ხმა. რუსულმა ჯარებმა შტურმით აიღეს ლისიჩანსკის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა და მასზე ნაწილობრივი კონტროლი დაამყარეს.
ასევე დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორია. 8 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა რუსეთის სარაკეტო იერიშს მიკოლაივზე, დაბომბილია მაღალ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ადგილზე ამ დრომდე გრძელდება სამაშველო სამუშაოები.