ფოთში, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას, რომელიც ფოთის აგრარულ ბაზარში გაიმართა ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.
ადგილზე მისულ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც გამვლელებს და მოვაჭრეებს ფლაერებს ურიგებდნენ, მართველი პარტიის წარმომადგენლები და მოქალაქეთა ნაწილი დაუპირისპირდა. სიტყვიერი დაპირისპირება, დაახლოებით, ნახევარი საათი გაგრძელდა.
დაპირისპირებაში მონაწილე მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, ისინი შემთხვევით შეესწრნენ ოპოზიციის აქტივობას და ვერ მოითმინეს, არ გაეხსენებინათ მათთვის "სისხლიანი 9-წლიანი რეჟიმი".