27 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ლიეტუვის გავლით ვაჭრობა კალინინგრადისკენ შესაძლოა რამდენიმე დღეში დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას - reuters

ლიეტუვის გავლით ვაჭრობა კალინინგრადისკენ შესაძლოა რამდენიმე დღეში დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას - ამის შესახებ reuters სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროპელი ოფიციალური პირები ბალტიის სახელმწიფოსთან კომპრომისული შეთანხმებისკენ მიისწრაფვიან მოსკოვთან უთანხმოების განმუხტვის მიზნით.

კალინინგრადიდან, რომელიც  ევროკავშირის ქვეყნებს ესაზღვრება, რკინიგზით ლიეტუვის გავლით საქონლის უმეტესი ნაწილის გადატანა ხდება.

17 ივნისისს ბრიუსელის მიერ დაწესებული სანქციების გამო შეწყდა ზოგიერთი სატვირთო ტრანსპორტი რუსეთიდან. ევროპელი ოფიციალური პირები ტერიტორიის სანქციებისგან გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ისინი დაზარალდნენ სხვადასხვა ინდუსტრიულ საქონელზე, როგორიცაა ფოლადი. შესაძლოა შეთანხმებამ გზა ივლისში გახსნას.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლური ძალები პირობას დებენ, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინას და კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ გადაწყვეტილებას G7-ის და ნატოს სამიტებზე ამ კვირაში, ევროპისთვის რთულია მკაცრი სანქციების დაცვა და რუსეთთან შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება. ამიტომაც ევროპელი ოფიციალური პირები, გერმანიის მხარდაჭერით, ეძებენ კომპრომისს მოსკოვთან  კონფლიქტის მოსაგვარებლად.

ბალტიისპირეთის ქვეყანა შიშობს, რომ მოსკოვს შეუძლია გამოიყენოს სამხედრო ძალა მის ტერიტორიაზე. გერმანიას, იმავდროულად, ჰყავს ჯარისკაცები განლაგებული ლიეტუვაში და შესაძლოა, ნატოს მოკავშირეებთან ერთად კონფრონტაციაში ჩაერთოს, თუ ეს მოხდება.

ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა ასევე დიდად არის დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე და დაუცველი იქნება მიწოდების  შემცირებაზე, თუ კალინინგრადის დავა გამწვავდება. წყაროს განცხადებით, "პუტინს გაცილებით მეტი ბერკეტი აქვს, ვიდრე ჩვენ გვაქვს. კომპრომისის პოვნა ჩვენს ინტერესებშია, საბოლოო შედეგი შეიძლება უსამართლო აღმოჩნდეს." 

დღის ამბები