27 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი საქართველოს კიბერუსაფრთხოებისთვის 5 მილიონი ფუნტის მხარადაჭერას პირდება - ამის შესახებ ჯონსონმა მადრიდის სამიტზე განაცხადა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს რუსული კიბერშეტევებისგან დასაცავად მეტ მხარადაჭერას პირდება - ამის შესახებ ჯონსონმა მადრიდის სამიტზე განაცხადა.

საუბარია 5 მილიონი  ფუნტის ოდენობის დახმარებაზე, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, წარმოადგინოს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია - გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპულ უსაფრთხოებას.

დიდი ბრიტანეთი უშუალოდ იმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მათი კიბერთავდაცვისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

დღის ამბები