27 ნოემბერი 2024,   14:00
ვრცლად
მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ალიანსს ბევრი წლის განმავლობაში შეცვლის - სტოლტენბერგი

ამ წუთებში მადრიდში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. მსოფლიო ლიდერებს სიტყვით უკვე მიმართეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა და მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. მანამდე უკვე გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ალიანსის გენერალური მდივნის შეხვედრა.

იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატოს კარი ღიაა და მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილებები, რაც ალიანსს ბევრი წლის განმავლობაში შეცვლის.

"ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, გაზარდოს მისი წარმომადგენლობა ევროპაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა თქვენი როლის, რომ გააძლიეროთ ალიანსი. მნიშვნელოვანია თქვენი ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ეს იქნება ისტორიული და ტრანსფორმირებადი სამიტი.

ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ალიანსს ბევრი წლის განმავლობაში შეცვლის. მივიღებთ კონცეფციას, გავაძლიერებთ კოლექტიურ თავდაცვას, მივიღებთ ფინეთს და შვედეთს. ეს ნიშნავს რომ ნატოს კარი ღიაა. ეს ნიშნავს იმას რომ პუტინი დამარცხდა იმაში, რომ ქვეყნებისთვის ნატოს კარი დაეხურა - მან საწინააღმდეგო მიიღო. პრეზიდენტ პუტინს ნაკლები ნატო უნდა და იღებს მეტ ნატოს," - თქვა სტოლტენბერგმა.

დღის ამბები