27 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
ნატომ თავისი პოზიციები აღმოსავლეთ ფლანგზე უნდა გაზარდოს - ბორის ჯონსონი

დღეს, მადრიდში, ნატოს სამიტის მეორე დღეა. სწორედ დღეს უნდა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება კიევისა და თბილისისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. სამიტის მონაწილეები მომავალი ათი წლის უსაფრთხოების კონცეფციაზე უნდა შეთანხმდნენ. პირველად 12 წლის შემდეგ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთს არა პარტნიორად, არამედ მთავარ საფრთხედ გამოაცხადებს. სამიტზე საუბარი იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზეც, რომელშიც საქართველო აქტიურად არის ჩართული. ესპანეთის დედაქალაქში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ნატომ თავისი პოზიციები აღმოსავლეთ ფლანგზე უნდა გაზარდოს.

"ვფიქრობ დღეს გაკვეთილი ისწავლა პუტინმა, რომელიც უკრაინაში შეჭრით ნაკლებ ნატოს ელოდა თავის საზღვრებთან. მან სრულიად საპირისპირო მიიღო. მის საზღვრებთან მეტი ნატო იქნება. ეს ისტორიული სამიტია - ფინეთისა და შვედეთის მიღება ჩვენი ალიანსისთვის უზარმაზარი ნაბიჯი იქნება. ჩვენ ვისაუბრებთ თუ რა გავაკეთოთ კიდევ, იმისთვის რომ უკრაინას დავეხმაროთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წინა თვეებიდან გაკვეთილი. ნატომ თავისი პოზიციები აღმოსავლეთ ფლანგზე უნდა გაზარდოს," - განაცხადა ჯონსონმა.

დღის ამბები