27 ნოემბერი 2024,   13:58
ვრცლად
შემდეგი 6 თვე არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და არ არის დასაკარგი დრო - კელი დეგნანი 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, აშშ მზად არის  და სურვილიც აქვს, რომ დაეხმაროს ნებისმიერი კუთხით საქართველოს იმ რეფორმების განხორციელებაში, რაც მას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად სჭირდება.

"ჩვენ გვინახავს, რომ მთავრობას შეუძლია განახორციელოს სწრაფად კანონმდებლობა, მიიღოს სწრაფად კანონები, მაგალითად როგორც ვნახეთ დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის გაუქმება, ასევე, სხვადასხვა კანონების მიღება დაჩქარებული წესით. მას ნამდვილად შეუძლია სწრაფად განახორციელოს ეს ცვლილებები.

ქართველ ხალხს აქვს სურვილი ამ ცვლილებების და არსებობს მზაობა ამისათვის. აშშ მზად არის და აქვს სურვილი, რომ დაეხმაროს ნებისმიერი კუთხით საქართველოს ამ რეფორმების განხორციელებაში.

ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ შემდეგი 6 თვე არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და არ არის დასაკარგი დრო და მე ვიცი, რომ ქართველ მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ასევე, ბევრს მთავრობაშიც სურს აღნიშნული რეფორმების განხორციელება,"- განაცხადა კელი დეგნანმა

დღის ამბები