27 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
უკრაინაში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება - რუსეთმა მიკოლაივში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა, არის მსხვერპლი

უკრაინაში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. მიკოლაივში დილით მომხდარ ძლიერ აფეთქებას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსულმა ძალებმა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. შემთხვევის შედეგად დაჭრილია 3 ადამიანი.

რუსეთის მიერ ქალაქ ლისიჩანსკზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 23.

ძლიერი ხანძარი მოყვა რუსული ძალების თავდასხმას ქალაქ ხარკივზე. გასული დღე-ღამის განმავლობაში ხარკივის ოლქში მოკლულია 2 მშვიდობიანი მოქალაქე, მძიმედ დაშავებულია 6.

რუსეთის ძალებმა 20-მდე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს სუმის ოლქზე, გარდაცვლილია 2 მშვიდობიანი მოქალაქე.

ლვოვის ოლქში მდებარე სამხედრო ბაზაზე რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად 50 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავებულია 150.

რუსულმა ჯარებმა საჰაერო იერიში მიიტანეს დნიპროპეტროვსკის ოლქზეც. ქალაქ დნიპროში დაზიანდა რკინიგზის ინფრასტრუქტურა და სამრეწველო საწარმო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

დღის ამბები