27 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
მოვისმინე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხა ბრალდებებს და ბატონმა არახამიამ ამ დრომდე არ წარმოადგინა არანაირი მტკიცებულება - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს ხელისუფლების მისამართით უკრაინელი მაღალჩინოსნების ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელთა თქმითაც, საქართველო რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება.

"ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და როგორც მე აქამდეც ვთქვი, მსგავსი დისკუსია უნდა გვქონდეს მთავრობებს შორის და არა მედიის საშუალებით. მედიისთვის საწყენად არ ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, უნდა განიხილებოდეს მთავრობებს შორის.

მე მოვისმინე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხა ამ ბრალდებებს და ბატონმა არახამიამ ამ დრომდე არ წარმოადგინა არანაირი მტკიცებულება. ასე რომ, მე მოვუწოდებდი მათ, ეს საკითხი განეხილათ ხელისუფლებებს შორის დიპლომატიური არხებით და შეწყვიტონ ამის საჯაროდ კეთება, რადგან ამ სახის განცხადებების გაცვლა-გამოცვლა საქართველოსა და უკრაინას შორის, მხოლოდ რუსეთს ასარგებლებს. უკრაინა იბრძვის თითოეული ქალაქისა და თითოეული სიცოცხლისთვის და ახლა არ არის დრო საქართველოსა და უკრაინისთვის, იყვნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, ახლა დროა, ეს ორი ქვეყანა გაერთიანდეს ოკუპანტის წინააღმდეგ,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსნებთ, უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება, მისი თქმით, დამადასტურებელი ინფორმაცია, მალე საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.

დღის ამბები