27 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
კანდელაკს აშშ-მა სანქციები დაუწესა, ტელეწამყვანი ამბობს, რომ ღირსეული ადამიანების სიაში მოხვდა - "სამშობლო მხოლოდ აქ არის, ყოველთვის ასე იყო და იქნება"

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები რუსეთის კიდევ 57 მოქალაქეს დაუწესა. მათ შორის არის  ტელეწამყვანი თინა კანდელაკი.

კანდელაკი გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის სასიამოვნოა "ღირსეული ადამიანების რიგებში" მოხვედრა.

"სასიამოვნოა ღირსეული ადამიანების რიგებში მოხვედრა, რომლებიც თავისიანებს არ ასმენენ.

სამყარო შეიცვალა და ჩვენ არასდროს ვიქნებით ძველი სამყაროს ნაწილი. ჩვენ იქ არ გველოდებოდნენ და არც გველიან. და მათ, ვინც ცდილობს ერთდროულად ორ სკამზე ჯდომას, ან პირიქით, გადაჯდა არამიწიერ სკამზე, ვუსამძიმრებ.

სამშობლო მხოლოდ აქ არის. ყოველთვის ასე იყო და იქნება. ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის და ჩემი ოჯახისთვის," - წერს თინა კანდელაკი Telegram არხზე.

დღის ამბები