27 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
"თბილისი პრაიდის" კვირეული გაიხსნა - ღონისძიებები დახურულ რეჟიმში იმართება

"თბილისი პრაიდის" კვირეული გაიხსნა. დახურულ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის, მესამე სექტორის და ლგბტ თემის წარმომადგენლები იკრიბებიან. კვირეული ქართველი რეჟისორის, ელენე ნავერიანის ქვიარ ფილმის "სველი ქვიშის" ჩვენებით იხსნება.

"თბილისი პრაიდის" დირექტორის  ანი სუბელიანის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ  წელს "ღირსების მარში" არ ჩატარდება. როგორც ანი სუბელიანი ამბობს, კვლავ პრობლემად რჩება ის, რომ გასული წლის 5 ივლისის ორგანიზატორები კვლავ დაუსჯელები არიან და იმავე მუქარებს ავრცელებენ.

ის, რომ ლგბტ თემი "ღირსების მარშს" არ მართავს, მათი მხრიდან გადადგმულ კომპრომისულ ნაბიჯად აფასებს "თბილისი პრაიდის" აღმასრულებელი დირექტორი მარიამ კვარაცხელია. მისი თქმით, ევროინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი არ მისცემენ აგრესიულ ჯგუფებს დესტაბილიზაციის საშუალებას. ის იმედს გამოთქვამს რომ ხელისუფლებაც და აგრესიული ჯგუფებიც გაიაზრებენ, რომ  აგრესიული ჰომოფობია ვნებს ყველას.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ სახელმწიფომ არა მხოლოდ პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს, არამედ შესაბამისად დასაჯონ ძალადობის ორგანიზატორები და წამქეზებლებიც.

დღის ამბები