ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და სახალხო დამცველის აპარატს შორის მთავრობათაშორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
ახალი პარტნიორობის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებების ხელშეწყობა და სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაძლიერებაში მხარდაჭერა, მათ შორის, სხვადასხვა რეგიონებში.
"საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, შეიქმნა სახალხო დამცველის ოფისი, რომელის მთავარი მოვალეობაც ადამიანების უფლებების დაცვა გახლავთ. ხშირად შეიძლება უსამართლო თავდასხმის მსხვერპლიც გახდნენ, თუმცა ისინი აკეთებენ იმას, რასაც ითხოვს მათგან კონსტიტუცია.
მოგეხსენებათ, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები და პოლიტიკა საქართველოში არის ქვეყნის დემოკრატიის განვითარება და ადამიანის უფლებების დაცვა. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი და ნაყოფიერი თანამშრომლობა სახალხო დამცველის ოფისთან და ეს იქნება პირდაპირი გრანტი, იმისთვის, რომ გაიზარდოს მისი ინსტიტუციური შესაძლებლობები,რათა მათ კიდევ უფრო ეფექტურად შეასრულონ თავიანთი საქმიანობა,"- აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.