27 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
სანქციებს გლობალურ ეკონომიკაზე აქვს გავლენა, ამ ფასს აშშ და ევროპა იხდის, მაგრამ ეს არაფერია იმ ფასთან, რასაც უკრაინა იხდის თავისუფლებისთვის - სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, სასურსათო და ენერგორესურსებზე გლობალური კრიზისი არის ფასი, რომელსაც ევროპა და ამერიკა იხდის პუტინის ომის გამო, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რა ფასსაც უკრაინელები სიცოცხლით იხდიან თავისუფლებისთვის. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტზე განაცხადა. 

"ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების უმეტესობა უკრაინაში რუსეთის ომის შედეგია. ომის, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა უდანაშაულო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ წამოიწყო. გლობალური შედეგების ზეგავლენაზე, რომელიც საკვების და ენერგორესურსების გლობალურ ბაზარს მიადგა, ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკვებზე კრიზისი ჩვენი სანქციების ბრალი არ არის. მიზეზი, რატომაც უკრაინიდან მარცვლეული ვერ გამოგვაქვს, არის ომი, პორტები ბლოკადაშია. ჩვენს სანქციებს, გლობალურ ეკონომიკაზე, ცხადია, აქვს გავლენა. ამის გამო, ჩვენ, ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები და პარტნიორები ვიხდით ფასს. ამას ვერ უარვყოფთ, თუმცა ეს ფასი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ის რასაც უკრაინელები სიცოცხლით იხდიან. ეს არის ფასი, რომლის გადახდაც გვიწევს თავისუფლებისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ პრეზიდენტი პუტინი ამ ომიდან ისწავლის გაკვეთილს. ევროპის მიერ გადახდილი ფასი არის მამაცი უკრაინელების მხარდასაჭერად," - აცხადებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. 

დღის ამბები