27 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
ხმაური ფოთის საკრებულოში - სხდომაზე ენმ-ის წევრები "დეოლიგარქიზაციის" წარწერიანი მაისურებით მივიდნენ

ფოთის საკრებულოს სხდომაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები მაისურებით მივიდნენ, რომელზეც დატანილი იყო წარწერა "დეოლიგარქიზაცია".

ოპოზიციის პერფომანსმა საკრებულოს "ქართული ოცნების " წევრების გაღიზიანება გამოიწვია. დეპუტატებმა ოპონენტებს წინა მმართველობაში ყოფნა და იმ პერიოდის მანკიერებები შეახსენეს.

"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, პარადოქსული იყო "ნაცმოძრაობის" მხრიდან დეოლიგარქიზაციაზე მოწოდება და წარწერა მაისურზე, როცა საკუთარი დამფინანსებლები მოქმედი ოლიგარქები არიან და თან, აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკაში.

"საკითხების განხილვა მიმდინარეობდა მშვიდობიან ფორმატში, თუმცა დაფიქსირდა საკმაოდ მოულოდნელი პარადოქსი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რომელთაც ეცვათ მაისურები წარწერით "დეოლიგარქიზაცია". ასეთი პარადოქსი დღემდე მე ნამდვილად არ მინახავს, როდესაც ადამიანები ებრძვიან საკუთარ დამფინანსებლებს. მაგალითად, ოლიგარქ სააკაშვილის, ოლიგარქ უგულავას, ოლიგარქ კეზერაშვილისა და ლენა ხოშტარია რუბლოვკას მიერ დაფინანსებული მაისურებით," - აცხადებს ფოთის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ზაალ კვინჩია.

დღის ამბები