27 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
"კურიერმა" მოიპოვა კადრები, რომელშიც მარნეულში მომხდარი ტრაგედიაა ასახული

"კურიერმა" მოიპოვა კადრები, რომელშიც მარნეულში მომხდარი ტრაგედიაა ასახული. ვიდეოში ჩანს როგორც ჩამონგრევის მომენტი, ასევე პირველი წუთები ტრაგედიის ადგილზე.

კორპუსის ექსპერტიზა უკვე დაიწყო, რომელიც დაადგენს, რა გახდა აივნის ნგრევის მიზეზი. მოსახლეობა ამბობს, რომ მერიას განცხადებით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა ამ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება არ ადასტურებს. დასკვნა რამდენიმე დღეში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ უნდა დადოს. 

ცნობისთვის, ტრაგედიის შედეგად დაღუპულია 2 ქალი. ერთი ორსული იყო. ბავშვის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს. სრულად არის ჩამონგრეული მე-4 და მე-5 სართულის აივნები. დაშავებული ბავშვები და ორსული ქალი, რომელიც გარდაიცვალა, ერთი ოჯახის წევრები არიან.

დღის ამბები