27 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
 ხვალ იწყება ნატო-ს სამიტი, პირადად გენერალური მდივნის მოწვევა მივიღე და ველოდებით, რომ იქნება აღიარებული ყველა  პროგრესი - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხვალ ნატოს სამიტი იწყებვა, სადაც საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს. 

"პირადად გენერალური მდივნის მოწვევა მივიღე და ველოდებით, რომ იქნება შეფასებული და აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა  ქვეყანამ მიიღო ამ წლების განმავლობაში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას ექნება მაღალი დონის შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან. 

„მექნება მაღალი დონის შეხვედრები ჩვენს ევროპელ ლიდერებთან და მიმაჩნია, რომ ქვეყანამ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, თუნდაც ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ ერთდროულად გავხსენით ნატო-სთან ერთობლივი საწვრთნელი  ცენტრი კრწანისში და ვფიქრობ,  ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავსებადობა კიდევ უფრო გაეზარდა ჩვენი ჯარის. ჩვენ ვაძლიერებთ ჯარს, მიმდინარეობს აქტიური რეფორმები ჯარში, ტრანსფორმაციის პროცესი და რეფორმის პროცესი, ყველა ეს დინამიკა იქნება შენარჩუნებული და ქვეყანა გავა სამშვიდობოზე“, -  განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები