ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის განვითარებული, საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი მიწა-ჰაერის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესყიდვის შესახებ გამოცხადებას გეგმავს - ინფორმაციას CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკული ტელეკომპანიის ინფორმაციით, უკრაინული ძალების მოთხოვნის საპასუხოდ, მიმდინარე კვირას ასევე გამოცხადდება სხვა სამხედრო დახმარების, მათ შორის, დამატებითი საარტილერიო საბრძოლო მასალისა და კონტრ-ბატარეული ბრძოლის რადარების მიწოდების შესახებაც.