მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაწმენდითი სამუშაოები დილიდან უნდა განახლდეს.
გადაუღებელი წვიმის გამო ჟინვალი-ბარისახლო-შატილის გზაზე, სოფელ კანათიასთან მეწყერი ჩამოწვა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა და სამაშველო სამსახური.
სალიკვიდაციო ღონისძიებებს მონიტორინგს პირადად უწევდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები.
მიწა ჩამოვიდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 53-ე კილომეტრზეც. წყალმა გზა, ასევე, დააზიანა ბარისახოში, ჩარგალთან და მაღაროსთან. სტიქიისგან წამოსული საფრთხის გამო ზემო მლეთაში ორი ოჯახი გაასახლეს, შეფერხდა ადგილზე მყოფი ტურისტების მოძრაობაც.