პუტინის სტრატეგიულმა მიზნებმა უკრაინის ომში მარცხი განიცადა - ეს ენტონი ბლინკენის სიტყვებია. "სიენენთან" ინტერვიუში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა პუტინზე დიდხანს იარსებებს.
მისივე თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ რათა დარწმუნდნენ, რომ უკრაინელებს აქვთ ყველაფერი, რაც მათ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად სჭირდებათ.
"მოდით, ნუ ავურევთ ტაქტიკურს სტრატეგიულთან. რაც შეეხება პუტინის სტრატეგიულ მიზნებს, მან უკვე მარცხი განიცადა. მისი სტრატეგიული მიზანი იყო უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასრულება, მისი რუკიდან წაშლა, რუსეთისთვის დაქვემდებარება რაც ჩაიშალა.
სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა პუტინზე დიდხანს იარსებებს. აღმოსავლეთ უკრაინაში ტაქტიკური, სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. მაგრამ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის სტრატეგიული საკითხი, რომ პუტინი ვერ მიაღწევს წარმატებას იმაში, რის მიღწევასაც ცდილობდა.
ჩვენ განვაგრძობთ ერთობლივად ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელებს აქვთ ის, რაც მათ სჭირდებათ რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად,"-ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.