უკრაინა ოკუპანტთა მასირებულ იერიშებს იგერიებს - ომის 123-ე დღეს აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში. რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმა ოთხი ფრთოსანი რაკეტით განახორციელა.
კიევის მერის ინფორმაციით, რამდენიმე აფეთქება მოხდა შევჩენკოვსკის რაიონში. არის მსხვერპლი. დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
"საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა რაკეტა, აქ არანაირი სამხედრო ობიექტი არ არის, არის საცხოვრებელი სახლები და საბავშვო ბაღი. აი ეს არის პუტინის სახე და მისი ომი უკრაინისა და უკრანელი ხალხის წინააღმდეგ," - ამბობს უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო.