უკრაინა დროებით უარს ამბობს ნატოში გასაწევრიანებელ ნაბიჯებზე, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ იჰორ ჟოვკვამ „ფაინენშალ თაიმსთან” ინტერვიუში განაცხადა.
„ნატო-ს წევრებმა უარყვეს ჩვენი მისწრაფებები. ამ მხრივ ჩვენ სხვას არაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ჟოვკვამ.