27 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
რუსეთის მიერ იძულებით დეპორტირებულ მოქალაქეებს უკრაინა ქვეყანაში დოკუმენტების გარეშე დააბრუნებს

რუსეთის ფედერაციის მიერ იძულებით დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებს უკრაინული მხარე ქვეყანაში დოკუმენტების გარეშე დააბრუნებს. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა საინფორმაციო ტელემარათონის მსვლელობისას განაცხადა.

ირინა ვერეშუკის თქმით, უკრაინას სურს შექმნას მარშრუტები, რომლითაც უკრაინელები უკან დაბრუნებას შეძლებენ.

"ჩვენ ახლა შევიმუშავებთ მარშრუტებს, რომელზეც იმოძრავებენ უფასო სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დაეხმარება უკრაინელებს ფულისა და პასპორტის გარეშე. მათ პასპორტები უბრალოდ არ აქვთ, რადგან მათ ართმევენ საფილტრაციო ბანაკებში. მათ დავეხმარებით უკრაინაში ჩამოსაღწევად," - განაცხადა ვერეშუკმა

დღის ამბები