დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს. ლაშა ჩართოლანი მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს უკვე 7 წელია იცავს. დაცვის პოლიციის დაარსების დღიდან კი იგივე პოზიცია მის მამას ეკავა.
22 წლის შემდეგ, როდესაც მამა პენსიაზე გავიდა, მესტიის ისტორიული მუზეუმის დაცვა თავის თავზე ლაშამ აიღო. მისთვის სამსახურებრივი მოვალეობა გაცილებით მეტია, ვიდრე ცვლის გადაბარება და მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ისტორიული ექსპონატების დაცვას ლაშა ჩართოლანისთვის საკრალური მნიშვნელობა აქვს. თუმცა დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ იგი მაინც ახერხებს საყვარელი ხელობისთვის დროის გამონახვას.
ავტორი: სანდრო სანაია