ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა რუსეთ-უკრაინის ომზე და მის ფონზე უკრაინის ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე RTVI-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
რინკევიჩის მოსაზრებით, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ამ საკითხის განხილვაც - პოლიტიკური და სიმბოლური ჟესტია.
ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა ევროკავშირის წევრობას ერთი წლის ან ერთი კვირის შემდეგ ვერ მიიღებს, თუმცა მანვე იმედი გამოთქვა, რომ ეს ფაქტი არა მიმდინარე საუკუნის შუა წლებში, არამედ გაცილებით ადრეც მოხდება.