27 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
მასშტაბური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air ცნობილ ქართულ და უცხოურ ბენდებს ორწლიანი პაუზის შემდეგ მასპინძლობს

პანდემიის გამო 2 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ თბილისში ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open air დაბრუნდა. ლისზე დამონტაჟებულ სცენებზე რამდენიმე საათის წინ დაიწყო როგორც ქართველი, ისე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მუსიკოსებისა და ცნობილი ბენდების კონცერტები.

სხვა არტისტებთან ერთად Tbilisi Open air-ზე დაუკრავს ცნობილი უკრაინული ჯგუფი "ოკეან ელზიც", რომლის ვოკალისტმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უკრაინის არაერთი დანგრეული და განადგურებული ქალაქის ქუჩაში იმღერა.

ფესტივალზე წელს ტრადიციულად დიდი რაოდენობით ქართველ და უცხოელ მელომანებს ელოდებიან.

დღის ამბები