27 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
უკანონო ბორდერიზაცია - საოკუპაციო ძალა დღეს სოფელ ხურვალეთთან ისევ გამოჩნდა და ე.წ. საზღვრის გავლება განაახლა

საოკუპაციო ძალა დღეს ისევ სოფელ ხურვალეთთან გამოჩნდა და ე.წ. საზღვრის გავლება განაახლა. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სოფელთან რუსი სამხედროები უკანონო ინსტალაციებს ამონტაჟებენ და ადგილობრივებს აშინებენ.  

ადგილობრივები "კურიერთან" ყვებიან, რომ უკანონო ინსტალაციებს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხშირად ამონტაჟებენ. მათი ინფორმაციით, პროცესი განსაკუთრებით  ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გააქტიურდა. როგორც ხურვალეთში ყვებიან, სალოცავზე ან ოჯახის წევრების საფლავებზე მისვლას მხოლოდ სამართალდამცველების თანხლებით ახერხებენ, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მათ გადაადგილებას უსაფრთხოების მიზნით პოლიცია აკონტროლებს.

უკანონო ბორდერიზაცია დაადასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, უწყებაში ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ უკვე იცის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკანონო ბორდერიზაციის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ორი დღის წინ ოკუპანტებმა ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტებში ხნულები განაახლეს.

 

 

 

დღის ამბები