27 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
"გახსოვთ, წაგებული ომის შემდეგაც არ გადადგა მაშინ ხელისუფლება და ახლა ვიღაცის გადადგომაზე საუბარი აბსოლუტურად არაადეკვატურია და საფუძველი არ აქვს" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს ეხმაურება.

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ვადამდელ არჩევნებზეც საუბრობს. როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, დღეს ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნას არავითარი საფუძველი არ აქვს.

"გავიმეორებ - ისინი ზეიმობდნენ წაგებულ ომს და ახლა გლოვობენ საქართველოს წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე. გახსოვთ, წაგებული ომის შემდეგაც არ გადადგა მაშინ ხელისუფლება და ახლა ვიღაცის გადადგომაზე საუბარი არის აბსოლუტურად არაადეკვატური და არავითარი საფუძველი ამას, ბუნებრივია არ აქვს," - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

 

 

დღის ამბები