"შინ ევროპისკენ" - "სირცხვილია" პარლამენტთან კიდევ ერთ აქციას გამართავს. მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების არ სჯერათ და აპირებენ "დეოლიგარქიზაციის" მიზნით სამოქმედო გეგმა გამოაცხადონ. გამოსვლა თბილისის ცენტრში 20:00 საათზე დაიწყება.
"უნდა შევხვდეთ ძალიან ბევრნი და უნდა გადავწყვიტოთ, როგორ გვინდა გავაგრძელოთ ცხოვრება, ვაპირებთ თუ არა ამ 6 თვეში ყველა იმ კრიტერიუმის შესრულებას, რის გამოც ვერ მოვხვდით მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ არცერთი ნაბიჯი არ გადადგა ევროპასთან დაახლოებისკენ, პირიქით, დაგვაშორა და შესაბამისად, არ მგონია, რომ ამ 6 თვეში რამე ნაბიჯი გადადგას და დაეხმაროს ქვეყანას ევროპული გზის გავლაში. ამიტომ, პასუხისმგებლობა თუ ვინმემ უნდა აიღოს, ეს არის ქართველი ხალხი,"-აცხადებს მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.