27 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
მაშინდელი ემოციური რეაქცია გააზრებული იყო, რომ არა საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, საქართველოს დღეს არ მიეღო ევროპული პერსპექტივა- პრემიერი ე.წ. ფარდის ახდაზე

ჩემი მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული, მე ეს შეგნებულად გავაკეთე. რომ არა ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა საქართველოს დღეს არ მიეღო დამსახურებული ევროპული პერსპექტივა, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. "ფარდის ახდასთან" დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

"მე ეს განცხადება გავაკეთე მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ და ვიხილეთ სრულიად შეურაცხმყოფელი და უსამართლო რეზოლუცია რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა, მათ შორის ჩვენი ოპოზიციისა და მათი ლობისტების უშუალო კენჭისყრაში მონაწილეობით. ჩემი მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული, მე ეს შეგნებულად გავაკეთე.

რომ არა ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და საჯარო მიმართვა ევროპისადმი შესაძლოა საქართველოს დღეს არ მიეღო დამსახურებული ევროპული პერსპექტივა. ჩვენ ამის რისკები დავინახეთ, ვინაიდან ყოვლად უსამართლო რეზოლუცია იყო მიღებული, რაც ღიად ვთქვით ყოველგვარი დაფარვის გარეშე. ჩვენ არასდროს არ შევეგუებით უსამართლობას და ყოველთვის გვექნება მძაფრი, სამართლიანი, პროპორციული ქმედება და რეაქცია. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის პრინციპულობას გარკვეული როლი ამ ყველაფერში მიუძღვის, ჩვენმა დემონსტრაციამ თავისი როლი შეასრულა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები