უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა მიიღო ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც უკრაინა 30 წელი ელოდა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მისი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ევროკავშირის ლიდერებთან ვიდეო მიმართვისას განაცხდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპის გაძლიერებისთვის.
"დღეს, თქვენ მიიღეთ ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინისთვის ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, თუმცა ეს გადაწყვეტილება არაა მხოლოდ უკრაინისთვის, ეს არის ყველაზე დიდი ნაბიჯი ევროპის გაძლიერებისკენ, რომლის გადადგმაც შესაძლებელი იქნებოდა ზუსტად ახლა, ზუსტად ჩვენს დროში და ზუსტად ისეთ პირობებში, როდესაც რუსული ომი ამოწმებს ჩვენს უნარს, შევინარჩუნოთ თავისუფლება და ერთიანობა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.