აშშ - მა უკრაინას ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო. სამხედრო პაკეტის ღირებულება 450 მილიონი დოლარს შეადგენს – ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.
"პაკეტში შედის შეიარაღება და აღჭურვილობა. მათ შორის მაღალი მობილობის მქონე საარტილერიო სისტემები", – განაცხადა კირბიმ.
ასევე პაკეტში შედის ათობით ათასი ტყვია-წამალი და საპატრული კატერები.
ეს დახმარების რიგით მეცამეტე პაკეტია, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინისთვის დაამტკიცა.