27 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - შარლ მიშელი

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი "ტვიტერის“ გვერდზე წერს.

"ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთობებში, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია",- შარლ მიშელი. 

დღის ამბები