27 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ იცხოვრონ თავისუფალ, წარმატებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის წევრები იქნებიან - გალერი

ევროპარლამენტის წევრის მაიკლ გალერის განცხადებით, უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის წევრები იქნებიან. ევროპარლამენტარმა ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა.

"უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის წევრები იქნებიან.

ევროპულ საბჭოს დღეს შეუძლია გადადგას პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მათი ლეგიტიმური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად," - აცხადებს მაიკლ გალერი.

დღის ამბები