27 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
"ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე" - ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ეხმაურება. ეგილს ლევიტსი twitter-ის გვერდზე წერს, რომ ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. 

"ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ევროპული ორიენტაცია უნდა იყოს ერთსულოვანი წარმატებისთვის.  თქვენი ხელმძღვანელობით, სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია," – წერს ლატვიის პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით ევროპელ ლიდერებს მიმართა. 

დღის ამბები