27 ნოემბერი 2024,   13:58
ვრცლად
დღეს ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბალტიისპირა ქვეყნების მოსახლეობას ზაფხულის ბუნიობის დღესასწაულს ულოცავს და აქვე, აღნიშნავს, რომ დღეს ევროპული საბჭო სამი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას აღიარებს.

"დღეს ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს. ამ ქვეყნებისა და მათი მოსახლეობის მომავალი ევროკავშირშია. 

წლევანდელი ზაფხულის ბუნიობა ისტორიული იქნება, შუა ზაფხული იმედს და სინათლეს უკავშირდება. 

მინდა, ლატვიელებს და ბალტიის მეგობრებს ვუსურვო ზაფხულის ბუნიობის ბედნიერად აღნიშვნა," - წერს "ინსტაგრამზე" შარლ მიშელი. 

დღის ამბები