27 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მიანიჭოს

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მიანიჭონ. აშშ-ს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებისგან შემდგარი კომისიის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველმა ხალხმა საკმაო მსხვერპლი გაიღო ევროპული იდენტობისთის და აჩვენა, რომ შეუძლიათ გამოწვევებს გაუმკლავდნენ:

"ქართველმა ხალხმა ასევე საკმაო მსხვერპლი გაიღო საკუთარი ევროპული იდენტობისთვის და რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რუსეთის აგრესიული ქმედებებისა და მტკივნეული რეფორმების გამოწვევების მიუხედავად, მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ გაუმკლავდნენ გამოწვევას, თუ გზა სუფთაა. გვჯერა, მათ უნდა შესთავაზონ ევროკავშირის წევრობის თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა.

გზა ლიბერალური დემოკრატიისკენ არასდროსაა პერიოდული უკუსვლებისა და გზის დაგრძელების გარეშე და ყოველთვის დგას სიფხიზლის, ფრთხილი ძალისხმევისა და კომპრომისის აუცილებლობა. გვწამს, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მათი საერთო ევროპული ოცნებისთვის ბრძოლის შანსს მისცემს," - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. 

დღის ამბები