27 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
ომის 120-ე დღე უკრაინაში: ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 5 ადამიანი კი დაჭრეს

უკრაინაში ომის 120-ე დღეა, ოკუპანტებმა ნიკოლაევში შვიდი რაკეტა ჩამოაგდეს. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, დაშავებულია 5 მშვიდობიანი მოქალაქე.

რუსმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 5 ადამიანი კი დაჭრეს. დარტყმები განხორციელდა ხარკოვის ოლქშიც, არის მსხვერპლი. ღამით ცეცხლი გაუხსნეს ჩერნიგოვის და სუმის ოლქების საზღვრებს.

მასიური საავიაციო და საარტილერიო დარტყმები გრძელდება დონბასშიც. დონეცკის ოლქის, ქალაქ ბახმუტთან ახლოს რუსეთის ძალებმა 7 სოფელზე, საჰაერო იერიში მიიტანეს, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია უცნობია.

დღის ამბები