27 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
კითხვის დასმა და პასუხის არ მოსმენა, არ არის ევროპული პოლიტიკური კულტურა, დესტრუქციული ძალის წარმომადგენლები დარბაზში აღარ იმყოფებიან - ირაკლი ღარიბაშვილი

კითხვის დასმა და პასუხის არ მოსმენა ნამდვილად არ არის ევროპული პოლიტიკური კულტურა, არც ერთი დესტრუქციული ძალის წარმომადგენელი დღეს დარბაზში აღარ იმყოფება. მათ სცადეს გარკვეული დესტრუქცია, მიიღეს ათჯერ მეტი პასუხი და ყოველთვის მიიღებენ თუ არ გაჩერდებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგი ხალხს მხოლოდ  ფაქტებით ესაუბრება და სიმართლეს ეუბნება. 

"მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ დღეს მსოფლიოში არის ძალიან რთული მდგომარეობა და ამ ვითარებაში ჩვენი პატარა ქვეყანა სწორი, პრაგმატული, ეროვნული პოლიტიკით ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ განვითარებას. აქ ძალიან ბევრი მოვისმინეთ გამომსვლელებისგან და მეც ძალიან ბევრჯერ აღვნიშნე ფაქტები. ჩვენი თითოეული გამოსვლა და სიტყვები ემყარებოდა მხოლოდ ფაქტებს, ჩვენ ჩვენს ხალხს, მხოლოდ ვესაუბრებით ფაქტებით და ველაპარაკებით სიმართლეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები