27 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
პუტინის აგრესიულ, იმპერიალისტურ რუსეთთან პარტნიორობა, უახლოეს მომავალში წარმოუდგენელია - შოლცი

"მოდით, მკაფიოდ ვთქვათ - პარტნიორობა რუსეთთან, რაც იყო 2010 წლის სტრატეგიული კონცეფციის მიზანი, უახლოეს მომავალში წარმოუდგენელია პუტინის აგრესიულ, იმპერიალისტურ რუსეთთან. უარის თქმა ძალადობაზე, საზღვრების და დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემა – ჩვენ ისევ და ისევ უნდა შევახსენოთ პუტინს ეს. ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ვიმუშავებთ როგორც არასდროს, რომ შევინარჩუნოთ კანონზე და არა ძალაზე საერთაშორისო წესრიგი", – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა განაცხადა. 

ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას როგორც სამხედრო დახმარების სახით, ისე რეკონსტრუქციის მხრივ. შოლცმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

"რუსეთი აწარმოებს უმოწყალო ომს უკრაინელი ხალხის, უდანაშაულო ქალების, კაცებისა და ბავშვების წინააღმდეგ. ეს არის ბარბაროსული დანაშაული. უკრაინას აქვს ყველანაირი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და ჩვენი, როგორც ევროპელი მეზობლების, როგორც კანონისა და თავისუფლების დამცველების, როგორც უკრაინის მეგობრების და პარტნიორების მოვალეობაა, მხარი დავუჭიროთ მათ ამაში, როგორც შეგვიძლია. და როგორც ომით მოცული ევროპა საჭიროებდა აღდგენის მარშალის გეგმას მაშინ, უკრაინას ის სჭირდება დღეს. ევროკავშირმა მოახდინა მილიარდობით დოლარის მობილიზება უკრაინის დასახმარებლად ბოლო 100 დღის განმავლობაში. გერმანია ყოველთვის წინა ხაზზეა. თუმცა ჩვენ გვჭირდება კიდევ მრავალი მილიარდი ევრო და დოლარი აღდგენისთვის და ამას წლები დასჭირდება. უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. სწორედ ამიტომ ხვალ ევროპული საბჭოს სხდომაზე მე ყველა ძალისხმევას მივმართავ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთელმა ევროკავშირმა თქვას "კი". 27 "კი" კანდიდატის სტატუსს", – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

დღის ამბები