27 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
მოვუწოდებთ ქართველებს, იყვნენ ერთიანი და შეინარჩუნონ ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები - ევროპარლამენტში ასოცირებულ ტრიოზე დებატები გაიმართა

ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე, ასოცირებულ ტრიოზე დებატები მიმდინარეობს ევროპარლამენტშიც, ხვალ კი დაგეგმილია რეზოლუციის მიღებაც. "უკრაინის ,საქართველოს და მოლდოვის განაცხადი კანდიდატის სტატუსზე მიუთითებს იმას, რომ ამ ქვეყნებს სურთ ცვლილება , სურთ ძლიერი დემოკრატია, რეფორმების გატარება და სურთ ევროპა, უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი", - ამ სიტყვებით ევროპარლამენტარებს ევროკომისიის პრეზიდენტმა დებატების დაწყებისას მიმართა.

სხდომის მიმდინარეობისას რამდენიმე დეპუტატმა, საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლებაც მოსთხოვა.

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ქართველ პოლიტიკოსებს მიმართავს და ამბობს რომ საჭიროა ორივე ძალამ, მმართველმა ელიტამ და ოპოზიციამ იპოვონოს ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის

"ორშაბათს, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში უდიდესი დემონსტრაციით ხალხმა თბილისიდან სიგნალი გამოგვიგზავნა, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ ევროპის გზას. მოვუწოდებ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, ორივეს, მმართველ ელიტას და ოპოზიციას, იპოვონ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის, თქვენი შესანიშნავი ხალხი ამას იმსახურებს. გამოუშვით ციხიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოპოზიციური მედიასაშაულების მფლობელი, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპული ცხოვრების გზისთვის", - აცხადებს იუკნევიჩიანე.

ევროპარლამენტმა პეტრას ავსტრევიჩუსმა ქართველებს მიმართა და ერთიანობისკენ, ასევე ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

"ჩვენმა აღმოსავლეთ პარტნიორებმა უკრაინამ , მოლდოვამ და საქართველომ აჩვენეს და დაამტკიცეს რომ ევროპულ გზას იმსახურებენ. ახლა ეს გზა ერთად უნდა გავიაროთ და საბოლოოდ კონსოლიდირება მოვახდინოთ ლიბერალურ დემოკრატიის ტოტალიტარიზმზე გამარჯვებასთან . მჯერა რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება , საქართველოსთვის კი ევროპერსპექტივის მიცემა გააძლიერებს ევროკავშირის სტატუსს, როგორც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშის. მოვუწოდებ ქართველებს იყონ ერთიანი და შეინარჩუნონ ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები",  - განაცხადა ავსტრევიჩუსმა.

დღის ამბები