27 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
საქართველომ გამოხატა ნათელი სურვილი ევროპერსპექტივებზე, არის ქმედებები, რომლებიც საჭიროა კეთილი ნების გამოსახატად, როგორიცაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება - საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი

ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე, ასოცირებულ ტრიოზე დებატები მიმდინარეობს ევროპარლამენტშიც, ხვალ კი დაგეგემილია რეზოლუციის მიღებაც. "უკრაინის , საქართველოს და მოლდოვის განაცხადი კანდიდატის სტატუსზე მიუთითებს იმას, რომ ამ ქვეყნებს სურთ ცვლილება , სურთ ძლიერი დემოკრატია, რეფორმების გატარება და სურთ ევროპა. უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი",  - ამ სიტყვებით ევროპარლამენტარებს ევროკომისიის პრეზიდენტმა დებატების დაწყებისას მიმართა.

სხდომის მიმდინარეობისას, რამდენიმე დეპუტატმა საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლებაც მოსთხოვა.

საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროპის საკითხებში, კლემენტ ბონმა თქვა, რომ საქართველომ გამოხატა ნათელი სურვილი ევროპერსპექტივებზე, თუმცა მისი თქმით, არის ქმედებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს კეთილი ნების გამოსახატად, როგორიცაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

"ევროპაში არსებული სიტუაცია უსაფრთხოების კუთხით სამწუხაროა, ეს ყველაფერი მოითხოვს უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის სამომავლოდ ევროკავშირის წევრობას. მნიშვნელოვნია, ერთიანი ვიყოთ ჩვენს კონტინენტზე სტაბილურობის დასამყარებლად. ჩვენ კრემლს შესაძლებლობები უნდა შევუმციროთ, რომ ომის მანქანა არ დაფინანსდეს, არ უნდა მივცეთ საშუალება, საკვები იარაღად აქციოს და გლობალური კრიზისი წარმოქმნას. ჩვენ, დღეს, უნდა განვიხილოთ საკითხი, რომ უკრაინა , მოლდოვა და საქართველო ევროკავშირს შეუერთდეს, უკრაინა ევროპის ნაწილია. ჩვენ მის მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირება გვქონდა. რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, ეს განისაზღვრება. იმედი მაქვს კონსენსუსს მივაღწევთ და იმ სიგნალს დავაფიქსირებთ, რასაც საზოგადოება ელის . წევრობაზე მოსაზრებები სხვადასხვააა, ეს სწრაფად უნდა მოხდეს . საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან კანდიდატები. საქართველომ გამოხატა ნათელი სურვილი ევროპერსპექტივებზე. ჩემი აზრით, არის სხვადასხვა ქმედება, რომელთა განხორციელებაც საჭიროა კეთილი ნების გამოსახატად, როგორიცაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება,", - განაცხადა კლემენტ ბონმა.

დღის ამბები