27 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
პრეზიდენტი საკუთარ გადაწყვეტილებებში მეტად თანმიმდევრული და თამამი უნდა იყოს  - ოპოზიცია ზურაბიშვილის ვეტოს აფასებს

საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს, პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ვეტოს დადება იყო ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში, ბევრად უფრო თამამი უნდა იყოს.

"ვეტოს დადება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, კიდევ უფრო მძიმდება მოქალაქეების მდგომარეობა. პრეზიდენტი უნდა იყოს ბევრად უფრო თანმიმდევრული, ბევრად თამამი და გამოიყენოს კონსტიტუციური ბერკეტები", - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი. 

"სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ რეალობაში, რაშიც დღეს არის ქვეყანა არასაკმარისი და სუსტია. 

"პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ რეალობაში რაშიც დღეს ჩვენ ვართ, არის არასაკმარისი და სუსტი. მხოლოდ ვეტოს დადება ერთ კონკრეტულ კანონზე ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც ამხელა განსაცდელშია, საკმარისი ნამდვილად არ არის. ამიტომ, კიდევ ერთხელ შემიძლია ვუთხრა ქალბატონ პრეზიდენტს, რომ საჭიროა მეტი გამბედაობა, მეტი ნაბიჯების გადადგმა და მეტად გააზრება რეალური ვითარების,"- განაცხადა პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ. 

სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი განმარტებით, შემდეგი 6 თვის განმავლობაში ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული.

დღის ამბები