ძლიერ მიწისძვრას ავღანეთში, სულ მცირე, 280 ადამიანი ემსხვერპლა, ინფორმაციას BBC ავრცელებს. ფოტოებზე, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, ჩანს ადამიანები საკაცეებზე, დანგრეული სახლები და შენობები. ზიანი, ძირითადად, აღმოსავლეთით მდებარე პაკტიკას პროვინციას მიადგა.
ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი კიდევ გაიზრდება. დაშავებულთა რაოდენობა 600-ს აღწევს.
მიწისძვრა, რომლის სიმძლავრე 6.1 მაგნიტუდა იყო, ავღანეთის გარდა, იგრძნეს პაკისტანსა და ინდოეთში.