27 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
მოლდოვაში მრავალათასიანი ანტისამთავრობო გამოსვლებია - ვინ დგას პროტესტის უკან 

ომში არაა, მაგრამ პოლიტიკურად არასტაბილური ვითარებაა სტატუსის მოლოდინში მყოფ მოლდოვაში. კიშინიოვში ისევ მთავრობის გადადგომასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებს დედაქალაქის ქუჩებში რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

მოლდოველების ნაწილი გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ მაია სანდუს მთავრობა მოლდოველი ხალხის წინაშე აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებს. 

კიშინოვში გამართულ აქციებს ორგანიზებას ისრაელიდან მოლდოველი ოპოზიციონერი ილან შორი უწევს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ძებნილია. თავად მოლდოვის მოქმედი ლიდერი მაია სანდუ კი ეჭვობს, რომ აქციები გარე ძალებისგანაა მართული და დაფინანსებული.

დღის ამბები