კასპის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანს ეძებენ. სოფელ სასირეთში, ბეჟიტაშვილების ოჯახში სტუმრად მყოფი 14 წლის გოგონა 2 დღის წინ გაუჩინარდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სასირეთში სამართალდამცავები იმყოფებიან.
ადგილობრივები იმ გარემოებებზე ჰყვებიან, რა დროსაც მოზარდი გაუჩინარდა, მათი თქმით, არასრულწლოვანმა მასპინძელი ოჯახის ბავშვი წყლისთვის ქუჩიდან ეზოში შეაგზავნა, როდესაც ბავშვი უკან დაბრუნდა არასრულწლოვანი გოგო იქ აღარ დახვდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს მისი ძებნა. დაკარგულ არასრულწლოვანის შესახებ, რომელიც სოფელში სტუმრად იმყოფებოდა, ადგილობრივებს მწირი ინფორმაცია აქვთ.