აშშ - ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაციის (DFC) მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, სკოტ ნეითანი იწყებს ოფიციალურ ვიზიტს თბილისში- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
"მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში DFC ინვესტიციებს ახორციელებს ენერგეტიკაში, ჯანდაცვაში, კრიტიკულ ინსფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებში. ვიზიტის ფარგლებში კორპორაციის ხელმძღვანელი შეხვდება ადგილობრივ პარტნიორებს, ამერიკელ ინვესტორებსა და მთავრობის წარმომადგენლებს, რათა გავაგრძელოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარება და მხარი დავუჭიროთ ომში დაზარალებულ უკრაინულ კომპანიებს",-აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.