27 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი რომ იყოს საქართველოში, ხაზარაძე, ჯაფარიძე, სააკაშვილი და კეზერაშვილი ოლიგარქებად იქნებოდნენ აღიარებული - ირაკლი კობახიძე   

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონი საქართველოში რომ მოქმედებდეს, "ლელოსა" და "ნაცინალური მოძრაობის" ორი წევრი ოლიგარქებად იქნებოდნენ აღიარებული. როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ის მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, მიხეილ სააკაშვილს და დავით კეზერაშვილს გულისხმობს. 

"დეოლიგარქიზაციის თემაზე საუბრობენ ნაციონალები და ლელო, ორი მთავარი რადიკალური ოპოზიციური პარტია. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ამ თემაზე არის მიღებული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და ამ კანონის მიხედვით, ეს რომ იყოს საქართველოში მოქმედი, ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად, ესენი არიან - ლელოში ხაზარაძე, ჯაფარიძე და ნაცმოძრაობაში სააკაშვილი და კეზერაშვილი. ასე რომ ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის ჩემო მეგობრებო," - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ბოტკოველმა, რომელმაც ასევე დეოლიგარქიზაციაზე ისაუბრა. 

"დიახ, ამ ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა. ჩვენ, ხალხთან ერთად, აუცილებლად სწორედ დეოლიგარქიზაციის პუნქტის რეალურად შესრულებით, აუცილებლად ეს ქვეყანა გახდება ევროპის სრულუფლებიანი კავშირის წევრი,“ - ამბობს გიორგი ბოტკოველი.

დღის ამბები